საძიებო ველის გამოყენება Firefox-ში

ეს სტატია შესაძლოა მოძველებული იყოს.

ინგლისური ვერსია, რომელზეცაა დაფუძნებული, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. სანამ ეს გვერდი განახლდება, უფრო მეტად გამოგადგებათ: Search with the Firefox address bar

სად გაქრა საძიებო ველი? საძიებო ველი ნაგულისხმევად აღარაა წარმოდგენილი Firefox-ში (57 და უფრო ახალ ვერსიებში). იხილეთ ჩემი საძიებო ველი გაქრა - როგორ დავაბრუნო თუ როგორაა შესაძლებელი მისი დაბრუნება.

ძიების ველი შეგიძლიათ გამოიყენოთ Firefox-ში, ვებგვერდების მოსანახად სასურველი საძიებო სისტემების საშუალებით.

საძიებო ველით სარგებლობა

  1. უბრალოდ, აკრიფეთ ტექსტი ხელსაწყოთა ზოლზე ან ახალი ჩანართის გვერდზე განთავსებულ საძიებო ველში.
    search bar 57
  2. აკრეფისთანავე, ნაგულისხმევი საძიებო სისტემა გაჩვენებთ შემოთავაზებებს, სწრაფი მოძიებისთვის. ვრცლად, იხილეთ Search suggestions in Firefox.
    Fx57SearchBarSuggestions
  3. დააჭირეთ returnEnter ღილაკზე ნაგულისხმევი საძიებო სისტემის გამოსაყენებლად ან მიუთითეთ სხვა საძიებო სისტემა, შესაბამის ლოგოზე დაწკაპებით.
  1. უბრალოდ, აკრიფეთ ტექსტი ხელსაწყოთა ზოლზე ან ახალი ჩანართის გვერდზე განთავსებულ საძიებო ველში.
    new search 34
  2. აკრეფისთანავე, ნაგულისხმევი საძიებო სისტემა გაჩვენებთ შემოთავაზებებს, სწრაფი მოძიებისთვის. ვრცლად, იხილეთ Search suggestions in Firefox.
    firefox search bar 49
  3. დააჭირეთ returnEnter ღილაკზე ნაგულისხმევი საძიებო სისტემის გამოსაყენებლად ან მიუთითეთ სხვა საძიებო სისტემა, შესაბამის ლოგოზე დაწკაპებით.

ხელმისაწვდომი საძიებო სისტემები

Firefox-ს მოყვება შემდეგი საძიებო სისტემები ნაგულისხმევად:

  • Yahoo ვებგვერდების Yahoo საიტით მოსაძიებლად
  • Google გვერდების მოსაძიებლად Google საიტით
  • Bing გვერდების მოსაძიებლად Microsoft Bing საიტით
  • Amazon.com ნივეთების მოსაძიებლად Amazon.com მაღაზიაში
  • DuckDuckGo საძიებო სისტემა მათთვის, ვისაც არ სურს თვალს ადევნებდნენ ძიებისას
  • eBay ინტერნეტ-აუქციონების მოძიება ebay.com საიტზე
  • Twitter ხალხის მოსაძიებლად Twitter საიტზე
  • Wikipedia (KA) ინტერნეტ-ენციკლოპედიის ქართულ ვერსიაში მოძიება
ძიების პარამეტრების მორგება: თუ არსებული პარამეტრები არაა თქვენთვის გამოსადეგი, მარტივადაა შესაძლებელი მათი შეცვლა. თუ გსურთ გაიგოთ როგორ, იხილეთ ძიების ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა და საძიებო სისტემების დამატება ან წაშლა Firefox-ში.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად