ქსელის პარამეტრები Firefox-ში

თქვენი დაწესებულება ან ინტერნეტის მომწოდებელი, შესაძლოა გთავაზობდეთ ან ითხოვდეს პროქსის გამოყენებას ინტერნეტთან დასაკავშირებლად. პროქსი წარმოადგენს შუალედურ რგოლს, თქვენს კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის. იგი ყველა მოთხოვნას ამუშავებს ინტერნეტში გადაცემამდე და ამოწმებს, შეუძლია თუ არა მათი დაკმაყოფილება საკუთარი კეშის მეშვეობით. პროქსი გამოიყენება წარმადობის გასაუმჯობესებლად, მოთხოვნების გასაფილტრად და კომპიუტერის დასაფარად ინტერნეტში, უსაფრთხოების მიზნით. პროქსი, უმეტესად დაწესებულებების ქსელის დაცვის შემადგენელ ნაწილია.

ქსელის პარამეტრები პროქსისთვის შეიძლება მიეთითოს Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები -მენიუდან შემდეგნაირად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი (General) პარამეტრების გვერდზე, მონახეთ განყოფილება ქსელის პროქსი (Network Proxy)ქსელის პარამეტრები (Network Settings).
  3. დაწკაპეთ იქვე არსებულ ღილაკზე პარამეტრები… (Settings). გაიხსნება კავშირის პარამეტრების (Connection Settings) ფანჯარა.
    Fx60ConnectionSettingsFx63ConnectionSettings
  • პროქსის გარეშე (No proxy): მიუთითეთ, თუ არ გსურთ პროქსის გამოყენება.
  • პროქსის პარამეტრების თვითდადგენა ამ ქსელითვის (Auto-detect proxy settings for this network): მიუთითეთ, თუ გსურთ Firefox-მა თავად განსაზღვროს თქვენი ქსელის პარამეტრები.
  • სისტემის პროქსის პარამეტრებით სარგებლობა (Use system proxy settings): მიუთითეთ, თუ გსურთ იმ პროქსის პარამეტრების გამოიყენება, რომლებიც მითითებულია თქვენს საოპერაციო სისტემაში.
  • პროქსის ხელით გამართვა (Manual proxy configuration): მიუთითეთ, თუ გაქვთ მონაცემები ერთი ან რამდენიმე პროქსი-სერვერის. დაეკითხეთ თქვენი სისტემის ხელმძღვანელს გამართვის თაობაზე. თითოეული პროქსი საჭიროებს მისამართს და პორტის ნომერს.
    • თუ ყველა ოქმისთვის პროქსის ერთი და იგივე მისამართი და პორტია საჭირო, მონიშნეთ ყველა ოქმისთვის ამ პროქსი-სერვერის გამოყენება (Use this proxy server for all protocols).
    • არ გამოიყენება შემდეგ მისამართებზე (No Proxy For): იმ საიტის დასახელებების ან IP-მისამართების ჩამონათვალი, რომლებთან დაკავშირებაც, პროქსის გვერდის ავლით მოხდება. გამოიყენეთ <local> პროქსის ასარიდებლად ყველა იმ მისამართისთვის, რომელიც არ შეიცავს წერტილის ნიშანს.
  • პროქსის თვითგამართვის URL (Automatic proxy configuration URL): მიუთითეთ, თუ გაქვთ პროქსის გასამართი (.pac) ფაილი. შეიყვანეთ URL-მისამართი და დაწკაპეთ ღილაკზე „კარგი“, ცვლილებების დასამახსოვრებლად და პროქსის პარამეტრების ჩასატვირთად. ასევე file: და data: ოქმების გამოყენებაც შეიძლება აქ (მაგ. file:///c:/proxy.pac ან data:,function FindProxyForURL(){return "HTTPS example.com:3443";}).
    • ხელახლა ჩატვირთვა (Reload): აღნიშნული ღილაკი ხელმეორედ ჩატვირთავს პროქსის მითითებულ პარამეტრებს.
შენიშვნა: კავშირის პარამეტრების ფანჯარა აგრეთვე აჩვენებს გაფართოებებს, რომლებიც განსაზღვრავენ Firefox-ის ინტერნეტკავშირს. მათი გათიშვა შეგეძლებათ ღილაკით გაფართოების ამორთვა (Disable Extension).

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად