როგორ გამოვიყენო Firefox-ის მართლწერის შემმოწმებელი?

Firefox-ში თავისთავად შემოწმდება აკრეფილი სიტყვების მართლწერა ტექსტურ ველებში შეყვანისას. აკრეფის დასრულებისთანავე სიტყვები გადამოწმდება დაყენებული ლექსიკონის მეშვეობით. თუ სიტყვა არ მოიძებნება ლექსიკონში, აღინიშნება წითელი ხაზის გასმით, როგორც მოცემულ მაგალითშია:

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-1.png
გაითვალისწინეთ:
  • მართლწერის ავტომატური შემოწმება მხოლოდ მრავალხაზიან ველებში მოქმედებს, სადაც ვრცელი ტექსტის შეტანაა შესაძლებელი.
  • ზოგიერთი ენისთვის ლექსიკონი შესაძლოა თან არ მოჰყვებოდეს ბრაუზერს შეზღუდული ლიცენზიის გამო.

მართლწერის ავტომატური შემოწმების გამორთვა

ნაგულისხმევად, Firefox-ში თავისთავად მოწმდება მართლწერა. მის გამოსართავად იხილეთ პარამეტრებიპარამეტრები :

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. ძირითადი პარამეტრების არეში მონახეთ ენის განყოფილება.
  3. მოხსენით მონიშვნა მართლწერის შემოწმება ტექსტის აკრეფისთანავე (Check your spelling as you type).
  4. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.
შენიშვნა: ზოგი მახასიათებელი შესაძლოა არ ჩანდეს პარამეტრების ფანჯარაში მორგებული სახის Firefox-ანაწყობებში.

შეცდომით აკრეფილი სიტყვების გასწორება

როდესაც მართლწერის შემოწმება ჩართულია, ადვილად შეძლებთ შეცდომების გასწორებას. ამისთვის მცდარბეჭდილ სიტყვაზე გამოიყენეთ მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი და გამოსული მენიუს თავში მოცემული შემოთავაზებული სიტყვებიდან შეარჩიეთ სასურველი.

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-3.png

თუ არცერთი შემოთავაზებული სიტყვა არაა მართებული, მოგიწევთ ხელით ჩასწორება. როცა დანამდვილებით იცით, რომ ხაზგასმული სიტყვა სწორია, შეგიძლიათ თავად დაამატოთ ლექსიკონში. დასამატებლად გამოიყენეთ მოცემულ სიტყვაზე მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი და აირჩიეთ ლექსიკონში დამატება (Add to Dictionary).

შენიშვნა: დამატებული სიტყვები ყველა ლექსიკონზე აისახება.

ლექსიკონების დამატება

შეგიძლიათ დააყენოთ სხვა ლექსიკონებიც საჭიროებისამებრ.

  1. მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი ნებისმიერ მრავალხაზიან ტექსკურ ველში.
  2. აირჩიეთ ენები (Languages).
  3. აირჩიეთ ლექსიკონის დამატება (Add dictionaries).
    05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-4.png
  4. გამოჩნდება გვერდი https://addons.mozilla.org/ka/firefox/language-tools/. მონახეთ ჩამონათვალში სასურველი ენა და გადადით ბმულზე.
  5. დაწკაპეთ ღილაკი Firefox-ზე დამატება (Add to Firefox) გახსნილ გვერდზე. გაფრთხილების ფანჯრის გამოჩენისას დაწკაპეთ ნებართვას დასაყენებლად.
    addon doorhanger 57

ლექსიკონებს შორის გადართვა

ლექსიკონის ჩადგმის შემდეგ შეგიძლიათ მასზე გადართოთ სურვილისამებრ. სხვა ჩადგმულ ლექსიკონზე გადასართავად გამოიყენეთ მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი მრავალხაზიან ველში, აირჩიეთ ენები (Languages) და შემდეგ დაწკაპეთ ლექსიკონი, რომლის გამოყენებაც გსურთ.

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-6.png

შეგიძლიათ მონიშნოთ ერთზე მეტი ლექსიკონი. მართლწერის შემმოწმებელი ერთდროულად გადაამოწმებს რამდენიმე ენაზე სიტყვების მართებულობას.

შემთხვევით დამატებული სიტყვის მოცილება ლექსიკონიდან

  1. გახსენით პროფილის საქაღალდე:

    • დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე სურათი "Fx57menu" არ არსებობს., შემდეგ დახმარება (Help) და აირჩიეთ გაუმართაობის აღმოფხვრა (Troubleshooting Information).მენიუდან დახმარება (Help), აირჩიეთ გაუმართაობის აღმოფხვრა (Troubleshooting Information). გაიხსნება ჩანართი მონაცემები გაუმართაობის მოსაგვარებლად.
    • პროგრამის ძირითადი მონაცემების (Application Basics) არეში, „პროფილის საქაღალდის“ გვერდით, დაწკაპეთ საქაღალდის გახსნა ჩვენება Finder-ში(Open Folder)(Show in Finder). გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება თქვენი პროფილის საქაღალდე.გაიხსნება თქვენი პროფილის საქაღალდე.
    შენიშვნა: თუ ვერ ხსნით ან ვერ იყენებთ Firefox-ს, მიჰყევით მითითებებს – პროფილის მონახვა, Firefox-ის გაუხსნელად.

  2. გახსენით მენიუ ღილაკით New Fx Menu და შემდეგ აირჩიეთ გასვლაგასვლაClose 29.

    გახსენით Firefox მენიუ Fx57Menu და აირჩიეთ გასვლა. დააწკაპეთ Firefox მენიუს ეკრანის ზედა ნაწილში და შემდეგ აირჩიეთ Firefox-ის დახურვას.დააწკაპეთ Firefox მენიუს Fx57Menu, შემდეგ აირჩიეთ გასვლა.

  3. გახსენით ფაილი persdict.dat რომელიმე ტექსტურ რედაქტორში (როგორიცაა WordPad) (როგორიცაა Pages) (როგორიცაა Calligra Words).
  4. ტექსტურ რედაქტორში თქვენ მიერ დამატებული თითოეული სიტყვა იქნება ცალკე ხაზზე. მოაცილეთ ხაზი, რომელიც ამ წასაშლელ სიტყვას შეიცავს.
  5. დაწკაპეთ მენიუში File და აირჩიეთ Save სამუშაოს დასასრულებლად.
შენიშვნა: მოცილებული სიტყვები ყველა ლექსიკონზე აისახხება.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად