Firefox-ის არჩევა პროცესორის არქიტექტურის შესაბამისად Windows-ისთვის

Firefox for Enterprise Firefox for Enterprise შექმნილი: 07/07/2019

Firefox-ის ანაწყობების ორივე არხი, როგორც ESR ასევე სწრაფი გამოშვებები წარმოდგენილია 32 და 64-ბიტიანი პროცესორების არქიტექტურისთვის. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ Firefox-ის 64-ბიტიანი ანაწყობები გაუმჯობესებული თავსებადობისთვის, სისტემის ხელმძღვანელებმა კი უნდა შეარჩიონ იმ არქიტექტურისთვის, რომელიც უკეთ ერგება მათ საჭიროებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, 32-ბიტიანი Firefox-იდან გადასვლა 64-ბიტიან Firefox-ზე სასურველია მოხდეს ხარისხის მრავალჯერადი შემოწმებით.

თავსებადობა

Firefox 32-ბიტიანი Firefox 64-ბიტიანი
32-ბიტიანი საოპერაციო სისტემა მხარდაჭერილია არაა მხარდაჭერილი
64-ბიტიანი საოპერაციო სისტემა მხარდაჭერილია მხარდაჭერილია
სისტემა 2 გბაიტზე მეტი ოპერატიულით მხარდაჭერილია მხარდაჭერილია
სისტემა 2 გბაიტი ან ნაკლები ოპერატიულით მხარდაჭერილია მხარდაჭერილია, მაგრამ არასასურველი (ნაკლები წარმადობა)

უპირატესობები და შეზღუდვები 64 ბიტიანი Firefox-ის

Firefox 32-ბიტიანი Firefox 64-ბიტიანი
უეცარი გათიშვების ნაკლები სიხშირე არა დიახ (ჩვენი დაკვირვებით გათიშვების სიხშირე შემცირებულია 50%-იდან 60%-მდე მომხმარებლების Firefox-ის 64-ბიტიან არხზე გადაყვანის შედეგად)
გაუმჯობესებული უსაფრთხოება (ASLR) არა დიახ
მხოლოდ 32-ბიტზე მომუშავე გაფართოებები დიახ არა (მწარმოებლებს, შესაძლოა ჰქონდესთ 64-ბიტისთვისაც გამოშვებული)
Citrix XenApp-ის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ 64-ბიტიან Firefox-ზე გადასვლა, მოცემულია სტატია 64-ბიტანი Firefox-ის უეცარი გათიშვები, Citrix-ის XenApp VM-სთან მუშაობისას.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად