რისთვის იყენებს Firefox Android მოთხოვნილ ნებართვებს?

Firefox for Android Firefox for Android ბოლოს განახლებული: 09/08/2018 100% of users voted this helpful
Mozilla ერთგულია თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის: Firefox-ის პირადი მონაცემების დაცვის დებულება

ნებისმიერი პროგრამის დაყენებისას Android-ის მოწყობილობაზე, Android გაჩვენებთ პროგრამის ყველა შესაძლებლობას, როგორიცაა წვდომა კამერასთან, ნომრებთან ან მდებარეობის მონაცემებთან. თითოეულ ნებართვას ცნობის სახით თან ახლავს აღწერა, რისთვის გამოიყენება. პროგრამის დაყენების წინ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ ინფორმაციას, რომ გააცნობიეროთ, თუ რისი გაკეთება შეეძლება პროგრამას, ამ ნებართვებზე თანხმობის მიცემის შედეგად.

Firefox-ს გააჩნია ქვემოთ მოცემული შესაძლებლობები და Android ითხოვს, რომ დაეთანხმოთ ყველა მათგანს დაყენების დასასრულებლად. ყოველ ჯერზე, როცა ვებსაიტს ეწვევით, რომელიც საჭიროებს გარკვეულ შესაძლებლობას, მაგალითად სურათის გადაღებასა და ატვირთვას ან თქვენი მდებარეობის დადგენას, Android კვლავ მოითხოვს ნებართვას, ამ მოქმედების შესრულებამდე.

permissionspermissions 34

აქ მოცემულია ამ ნებართვების აღწერილობები:

Google-მა ახლახანს გაამარტივა პროგრამების ნებართვების სია, ასე რომ შესაძლოა აქ ნაჩვენები ყველა ნებართვა ვეღარ იხილოთ Android-ში. ეწვიეთ Google-ის მხარდაჭერის გვერდს, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის.
  • მეხსიერება (Storage) – შეცვლა/წაშლა SD-ბარათის შიგთავსის. ეს საშუალებას აძლევს Firefox-ს, შეინახოს ჩამოტვირთული ფაილები SD-ბარათზე. Firefox ასევე შეინახავს საკუთარ პარამეტრებსა და ისტორიას SD-ბარათზე, თუ თქვენ Android-ის პარამეტრებიდან მიუთითებთ, Firefox-ის SD-მეხსიერებაზე გადატანას.
  • მდებარეობა (GPS location) – GPS-ის მონაცემები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტთ ვებსაიტისთვის თქვენი ადგილმდებარეობის გაზიარებას. Firefox არასდროს გამოიყენებს თქვენი მდებარეობის მონაცემებს თავად და არასდროს გაუზიარებს საიტებს თქვენი თანხმობის გარეშე. იხილეთ ვრცლად Firefox-ში მდებარეობის მონაცემების მართვის შესახებ.
  • სურათებისა და ვიდეოების გადაღება – როდესაც ვებგვერდზე სურათის ატვირთვაა საჭირო, შეგეძლებათ აირჩიოთ მოწყობილობაზე არსებული კამერით გადაღება. თუ საიტი საჭიროებს მიკროფონს, სასაუბროდ ან მსგავსი მიზნებით (მაგალითად WebRTC-ის გამოყენებისას), ასევე შეგეძლებათ მისი გაზიარებაც. Firefox წინასწარ გამოაჩენს შეტყობინებას ნებართვის მოთხოვნის შესახებ, ყოველ ჯერზე როცა საიტი საჭიროებს სურათის ატვირთვას ან ხმის ჩაწერას. თავად არასდროს ჩაიწერს ხმას, არ გადაიღებს სურათებს ან ვიდეოებს ნებართვის გარეშე, თუ პარამეტრებიდან არ გამოურთავთ ყოველ ჯერზე შეკითხვის მოთხოვნას.
  • ქსელთან კავშირი (Full Internet access) – ეს საშუალებას აძლევს Firefox-ს გახსნას ვებგვერდები, ჩამოტვირთოს ფაილები, დამატებები და სხვა სახის შიგთავსი ინტერნეტიდან.
  • სისტემის ხელსაწყოები (მალსახმობების დამატება) – საშუალებას იძლევა სანიშნების, ვებგვერდების ან ვებპროგრამების მალსახმობების მოწყობილობის მთავარ ეკრანზე განთავსების, Firefox-ის გამოყენებით.
  • სისტემის ხელსაწყოები (System Tools) – Adobe Flash-ის მოდული იყენებს ამ ნებართვას Firefox-ის იმ ვერსიებში, რომლებშიც მხარდაჭერილია Flash.
  • სისტემის ხელსაწყოები – სისტემის მთავარი პარამეტრების შეცვლა. Firefox ამ ნებართვას იყენებს სინქრონიზაციის ანგარიშის პარამეტრების ცვლილებისას მოწყობილობაზე.
  • თქვენი ანგარიშები – საშუალებას იძლევა ანგარიშების ჩამონათვალის მართვისა და ცალკეული ანგარიშის მონაცემების გამოყენების. თუ თქვენ გამართავთ Firefox Sync-ს, მაშინ Firefox გამოიყენებს ამ ნებართვას სინქრონიზაციის ანგარიშის დასამატებლად Android-ის სინქრონიზაციის პარამეტრებში.
  • ახლო მანძილზე კავშირის მართვა (NFC) – საშუალებას იძლევა მოწყობილობაზე NFC-მოდულის გამოყენების. Firefox იყენებს ამ ნებართვას, ჩანართების ერთი შეხებით გასაზიარებლად, NFC-ის მქონე, ახლომდებარე სხვა მოწყობილობაზე.
  • Wi-Fi-კავშირის მონაცემები – საშუალებას აძლევს Firefox-ს იხილოს ჩართულია თუ არა Wi-Fi და რომელი მოწყობილობებია მიერთებული. მისი მეშვეობით მუშაობს მდებარეობის მომსახურებები.
  • ჩამოტვირთვის მმართველი (Download Manager) – საშუალებას აძლევს Firefox-ს ჩამოტვირთოს ფაილები ჩამოტვირთვის მმართველის მეშვეობით, დამატებითი შეტყობინებების ჩვენების გარეშე.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად