ენის შერჩევა მრავალენოვან ვებგვერდზე

ზოგიერთი ვებგვერდი რამდენიმე ენაზეა შემოთავაზებული. Firefox აირჩევს ენას თქვენ მიერ მითითებული სასურველი ენების სიის მიხედვით. თუ გვერდი არაა ხელმისაწვდომი რჩეულ ენაზე, Firefox ეცდება მომდევნო ენაზე შეამოწმოს უპირატესი ენების სიიდან.

ენის შესაცვლელად Firefox-ის მენიუებისთვის, შეტყობინებებსა და დანარჩენი წარწერებისთვის, იხილეთ Firefox სხვა ენებზე.

ენების ჩამონათვალის ნახვა

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარ (General) არეში ჩაუყევით და მონახეთ ენა (Language), რომელიც ენისა და იერსახის (Language and appearance) განყოფილებაში იქნება.
  3. დაწკაპეთ ღილაკს არჩევა (Choose) პარამეტრისთვის მიუთითეთ სასურველი ენა გვერდების საჩვენებლად (Choose your preferred language), რომ იხილოთ თქვენი ენების სია.

ენების დამატება, მოცილება ან გადალაგება

ენის დამატება

  1. მონიშნეთ რომელიმე ენა დასამატებელი ენის შერჩევის (Select a language to add) მენიუდან.
  2. დაწკაპეთ ღილაკს დამატება (Add).

ენის მოცილება

  1. მონიშნეთ რომელიმე ენა მოქმედი ენების სიიდან.
  2. დაწკაპეთ ღილაკს მოცილება (Remove).

ენების გადალაგება

  1. მოქმედი ენების სიიდან მონიშნეთ გადასაადგილებელი ენა.
  2. დაწკაპეთ ღილაკს აწევა (Move Up) ან ჩაწევა სასურველი მიმდევრობით დასალაგებლად.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად