დაუცველი პაროლის გაფრთხილება Firefox-ში

თუ ანგარიშზე შესვლის გვერდი არ იყენებს უსაფრთხო კავშირს, Firefox გიჩვენებთ წითლად გადახაზულ საკეტის ნიშანს Fx89Padlock-RedLine მისამართების ველში. პაროლის შეყვანის შემთხვევაში იგი შეიძლება იხილონ და მიიტაცონ მიმყურადებლებმა და შემტევებმა.

ასევე იხილავთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, როდესაც ჩააწკაპებთ სახელის ან პაროლის შესაყვან ველში.

Fx52insecurePW
გაითვალისწინეთ: ანგარიშის მონაცემების შეყვანისას გამაფრთხილებელმა შეტყობინებამ შესაძლოა გადაფაროს შესაყვანი ველი. გაფრთხილების მოსახსნელად, დააჭირეთ Tab ღილაკს ან ცარიელ ადგილს საიტზე სახელის აკრეფის შემდგომ.

რა უნდა გავაკეთო, როდესაც ანგარიშზე შესვლის გვერდი დაუცველია?

თუ ანგარიშის შესაყვანი გვერდი დაუცველია, შეამოწმეთ დაცული ვერსიის არსებობა მისამართისთვის https:// თავსართის დამატებით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვოთ, უზრუნველყონ უსაფრთხო კავშირი. სხვა შემთხვევაში გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამგვარ საიტზე რამე მონაცემის შეყვანისგან.

დაუცველი გვერდების შესახებ

დაუცველი გვერდები არ უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს მომხმარებლებისთვის. სანაცვლოდ გამოიყენება დაუშიფრავი არხი (HTTP) და ნებისმიერი შეყვანილი მონაცემი საფრთხის ქვეშ დგება. გვერდები, რომლებითაც გადაიცემა მეტად პირადი მონაცემები, მათ შორის საკრედიტო ბარათები, სხვა სახის საბუთები და პაროლები, აუცილებლად საჭიროებს დაცულ კავშირს შემტევების მხრიდან ინფორმაციის ხელყოფის ასარიდებლად.

მითითება: დაცული კავშირისას მისამართის თავსართად უნდა იყოს https:// და ახლდეს საკეტის ნიშანი Fx89Padlock მისამართების ველში.

Lock89addressbar

არ უნდა შეიყვანოთ რამე პირადი მონაცემი, თუნდაც პაროლი, დაუცველი კავშირის მქონე საიტებზე. ვინაიდან ასეთი კავშირისას გადაცემული მონაცემები ყველასთვის ხილულია და ადვილად მოიპარავენ. ვრცლად იხილეთ როგორ გავიგო საიტთან კავშირი არის თუ არა დაცული?.

შემმუშავებლებისთვის

შემმუშავებლებს, რომელთაც სურთ, დაწვრილებით იხილონ ამ გაფრთხილების შესახებ, შეუძლიათ ეწვიონ MDN-ვებმასალების გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ახსნილია, თუ როდის და რატომ აჩვენებს Firefox ამ გაფრთხილებას და ასევე მოცემულია ხარვეზის მოგვარების გზები. დამატებით იხილეთ ეს სტატია Mozilla-ს სვეტზე.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად