ფუნთუშები – ჩანაწერები, რომლებსაც ვებსაიტები ინახავს თქვენს კომპიუტერში

ამ სტატიაში განხილულია, თუ რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ფუნთუშები“, რისთვის გამოიყენება და როგორ შეგიძლიათ მართოთ Firefox-ში მათი შენახვის პარამეტრები.

რა არის „ფუნთუშა“?

ფუნთუშა (ინგლ. cookie, გამოითქმის „ქუქი“) არის ჩანაწერი, რომელსაც ინახავს თქვენს კომპიუტერში საიტი მისი მონახულებისას. ზოგიერთ ბრაუზერში თითოეული ფუნთუშა წარმოდგენილია მცირე ზომის ფაილის სახით, თუმცა Firefox-ში ყველა ფუნთუშა ინახება ერთიანი ფაილით Firefox-ის პროფილის საქაღალდეში.

ფუნთუშებში, ჩვეულებრივ, ინახება თქვენი პარამეტრები ვებსაიტისთვის, ხართ თუ არა შესული ანგარიშით, რომელი ენა და ადგილმდებარეობა გაქვთ მითითებული. როდესაც უბრუნდებით საიტს, Firefox უბრუნებს მას კუთვნილ ფუნთუშებს. შედეგად კი მომხმარებელი შესული რჩება ანგარიშზე და საიტს საშუალება აქვს, მიაწოდოს უკეთ მორგებული შიგთავსი.

ფუნთუშებში შესაძლებელია მრავალი სახის ინფორმაციის შენახვა, მათ შორის ვინაობის აღმნიშვნელისაც (როგორიცაა თქვენი სახელი, სახლის მისამართი, ელფოსტა ან სატელეფონო ნომერი). ოღონდ ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინახება, თუ ვებსაიტზე თავად გაქვთ შეყვანილი – საიტებს ვერ ექნება წვდომა იმ მონაცემებთან, რომლებიც თქვენ არ მიგიწოდებიათ და ვერც კომპიუტერში არსებულ სხვა ფაილებთან ვერ ექნება შეხება.

როგორც წესი, ფუნთუშების შენახვა და გაგზავნა თქვენგან შეუმჩნევლად ხდება. მიუხედავად ამისა, Firefox-ის პარამეტრებიდან შეგიძლიათ დაუშვათ ან აკრძალოთ ფუნთუშების მიღება, მათი შენახვის მოთხოვნები, წაშალოთ ისინი Firefox-ის დახურვისთანავე და ა. შ.

ფუნთუშების პარამეტრები

ფუნთუშების სამართავად იხილეთ Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები :

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  1. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების (Privacy & Security) გვერდზე.

ფუნთუშების პარამეტრები მოცემულია თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვის არეში და ქვემოთ — ფუნთუშები და საიტის მონაცემები.

მითითებებისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ ფუნთუშების პარამეტრები ცალკეულ შემთხვევებში, იხილეთ:

ფუნთუშების ხარვეზების მოგვარება

თუ რაღაც ხარვეზს გადააწყდით Firefox-ში ფუნთუშებთან დაკავშირებით, იხილეთ:

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად