ხმოვანი და ვიდეოფაილების კლავიატურით მართვა

სტატიაში აღწერილია მედიაფაილების მართვის შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია Firefox 81 ან უფრო ახალ ვერსიებში.

რა არის მედიაფაილების მართვის შესაძლებლობა?

შეგიძლიათ მართოთ გაშვებული მედიაფაილები (ხმოვანი ან ვიდეო) Firefox-ში თავად ვიდეოზე ან ხმოვან ჩანაწერზე დაწკაპების გარეშე, პირდაპირ აპარატურული ღილაკებით კლავიატურიდან ან ყურსასმენიდან, ანდაც პროგრამული, ვირტუალური სამართავი არედან, აგრეთვე ბრძანებების გაგზავნით საგანგებო ოქმის მეშვეობით, როგორიცაა MPRIS.

იმუშავებს იმ საიტებზე, რომლებზეც გამოიყენება MediaSession API.

რომელ სისტემებზეა მხარდაჭერილი?

ამ შესაძლებლობით სარგებლობა შეიძლება MacOS (OSX 10.12.1 ან ზემოთ), Windows (Windows 8.1 ან ზემოთ) და Linux (gtk-ზე დაფუძნებულ) სისტემებზე.

რომელი საშუალებებია მხარდაჭერილი?

რა სახის ფაილების მართვაა შესაძლებელი?

ამჟამად, მხარდაჭერილია მხოლოდ ჩვეულებრივი ხმოვანი და ვიდეო სახის ფაილები, შესაბამისად შეუძლებელია იმართოს ვებსივრცეში გამოყენებული web-audio და web-speech.

  • თუ ხმის წყაროა ხმოვანი ან ვიდეოფაილები, მისი მართვა შესაძლებელია.
  • თუ გაშვებული ფაილი სრულ ეკრანზეა
  • თუ გაშვებული ფაილი ეკრანი-ეკრანში რეჟიმს იყენებს

რა სახის ფაილების მართვა ᲐᲠᲐᲐ შესაძლებელი?

ფაილები web-audio და web-speech ვერ იმართება. აგრეთვე, სხვა გამონაკლისებიცაა:

  • უხმო ფაილები (ჩუმი ფაილები, რომელთაც არ აქვთ ხმის ჩანაწერი, მაგალითად GIF-ის მსგავსი მოძრავი სურათები)
  • შეტყობინებების ხმები

თუ რამდენიმე ჩანართშია გაშვებული ფაილები, რომლის მართვაა შესაძლებელი?

ერთდროულად რამდენიმე ჩანართში გაშვებული ფაილებიდან, შეგიძლიათ მართოთ ბოლო ჩანართის ფაილი, თუ რომელიმე არ იყენებს ეკრანი-ეკრანში რეჟიმს. ამ შემთხვევაში, ყოველთვის ეკრანი-ეკრანში გაშვებული ვიდეოს კუთვნილი ჩანართი იქნება მართვის ქვეშ.

რატომაა, რომ ზოგჯერ, მედიაფაილის სამართავზე დაჭერა მოქმედებს სხვა პროგრამებზე და არა Firefox-ზე? ან იმავდროულად, სხვა პროგრამებიც იმართება ხოლმე?

თითოეული სისტემა საკუთარი მექანიზმით ადგენს, თუ რომელი პროგრამა მართავს მედიაფაილებს. ზოგჯერ, ერთდროულად რამდენიმე პროგრამა შეიძლება ცდილობდეს სამართავი ღილაკების გამოყენებას. ასეთ დროს, სცადეთ დანარჩენი პროგრამების დახურვა, რომლებიც იყენებს ამ სამართავ ღილაკებს.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად