საიტების სერტიფიკატებთან დაკავშირებული შეცდომების გამოსწორება

საიტების მიერ უსაფრთხო დაკავშირებისთვის გამოყენებული სერტიფიკატები (ასეთი საიტის URL ბმულის თავსართია "https://") მოქმედია, მხოლოდ, დროის გარკვეული მონაკვეთისთვის. თუ საიტზე წარმოდგენილია სერტიფიკატი იმ დროის შუალედით, რომელიც არ ემთხვევა მომხმარებლის კომპიუტერის სისტემაზე არსებულ მიმდინარე დროს, Firefox ვერ დაადასტურებს, რომ საიტთან კავშირი ნამდვილად უსაფრთხოა და შესაბამისად გახსნის "Your connection is not secure" შეცდომის გვერდს. სერტიფიკატის დამოწმების სხვა გზები, ასევე დამოკიდებულია მომხმარებლის სისტემასა და ვებსერვერზე მითითებული დროის სისწორეზე.

ასეთი შემთხვევები შეიძლება მოგვარდეს მომხმარებლის კომპიუტერზე არეული დროის, თარიღისა და დროის სარტყლის გასწორებით. თუ ამით არ აღმოიფხვრება ხარვეზი, ეს ნიშნავს, რომ თავად საიტია არასწორად გამართული.

დროსთან და თარიღთან დაკავშირებული შეცდომების ჩამონათვალი

"Your connection is not secure" შეცდომის გვერდზე, Advanced („ვრცლად“) ღილაკზე დაწკაპებით იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას, შეცდომის შესახებ. დროსთან და თარიღთან დაკავშირებული შეცდომის შემთხვევაში, გამოჩნდება ქვემოთ მოცემული რომელიმე კოდი:

SEC_ERROR_EXPIRED_CERTIFICATE
SEC_ERROR_EXPIRED_ISSUER_CERTIFICATE
SEC_ERROR_OCSP_FUTURE_RESPONSE
SEC_ERROR_OCSP_OLD_RESPONSE
MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_CERTIFICATE
MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_ISSUER_CERTIFICATE

შეცდომის გვერდზე არსებული ტექსტი გაგაფრთხილებთ, როცა Firefox დაადგენს, რომ კომპიუტერზე სისტემის დრო შესაძლოა, არასწორად იყოს მითითებული, ამასთან გამოჩნდება აღნიშნული დრო და თარიღი. თუ საათის პარამეტრები მართლაც არეულია, საჭიროა მისი გასწორება, ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად. მაშინაც კი, როცა დრო გასწორებულია, საჭიროა გადამოწმდეს სისტემის სასაათო სარტყელი, შეესაბამება თუ არა თქვენს მიმდინარე ადგილმდებარეობას.

კომპიუტერზე სისტემის დროის გასწორება

სერტიფიკატებთან დაკავშირებული შეცდომები, უსაფრთხო კავშირის მქონე საიტებზე, რომელიც გამოწვეულია სისტემაში დროის არევით, მოგვარდება საათის, თარიღისა და სასაათო სარტყლის სწორად მითითებით:.

  1. დააწკაპეთ Windows Start ნიშანზე ან დააჭირეთ Windows ღილაკს Windows Key.
  2. Start მენიუში, აირჩიეთ Settings.
  3. პარამეტრებში, მონახეთ Time & language.
  4. Date & time განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ დროისა და თარიღის მიმდინარე პარამეტრები. შესაცვლელად, დააწკაპეთ Change ღილაკზე Change date and time-ის ქვემოთ ან ჩამოშალეთ Time zone მენიუ.
    თუ ჩართულია დროისა და სასაათე სარტყლის ავტომატური გამართვა, ხელით ვერ შეძლებთ ჩასწორებას, სანამ არ გამორთავთ.
  5. ცვლილების დასრულების შემდეგ, დახურეთ პარამეტრების ფანჯარა.
  1. Start ეკრანიზე, დააჭირეთ Desktop ფილას. გაიხსნება Desktop ეკრანი.
  2. მიიტანეთ მაჩვენებელი ქვედა მარჯვენა კუთხეში Charms ზოლის გამოსატანად.
  3. აირჩიეთ Control Panel charm ზოლის Settings-იდან. გაიხსნება Control Panel ფანჯარა.
    Control Panel - Win8
  4. Control Panel ფანჯარაში, დააწკაპეთ Clock, Language, and Region და შემდეგ Date and Time ბმულზე.
  5. გახსნილ ფანჯარაში იხილავთ მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრებს. შესაცვლელად, დააწკაპეთ Change date and time ან Change time zone ღილაკზე.
  6. ცვლილებების დასადასტურებლად დააწკაპეთ OK.

ვრცლად, იხილეთ Microsoft-ის Set the clock სტატია.

  1. დააწკაპეთ Windows Start ნიშანზე ან დააჭირეთ Windows ღილაკს Windows Key.
  2. Start მენიუში, დააწკაპეთ Control Panel.
    Control Panel - Win7
  3. Control Panel ფანჯარაში, დააწკაპეთ Clock, Language, and Region და შემდეგ Date and Time.
  4. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრები. პარამეტრების შესაცვლელად, დააწკაპეთ Change date and time ან Change time zone ღილაკზე.
  5. ცვლილებების დასადასტურებლად დააწკაპეთ OK.

ვრცლად, იხილეთ Microsoft-ის Set the clock სტატია.

  1. დააწკაპეთ Windows Start ღილაკზე და აირჩიეთ Control Panel.
    Control Panel - WinXP
  2. Control Panel ფანჯარაში, დააწკაპეთ Date, Time, Language, and Regional Options და შემდეგ Date and Time.
  3. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრები, რომლის ჩასწორებაც შეგეძლებათ.
  4. სასაათე სარტყლის პარამეტრების გადახედვისა და ჩასწორებისთვის დააწკაპეთ Time Zone ჩანართზე.
  5. ცვლილებების დასადასტურებლად, დააწკაპეთ OK.

ვრცლად, იხილეთ Microsoft-ის To change your computer's time and time zone სტატია.

  1. დააწკაპეთ Apple მენიუს და აირჩიეთ System Preferences.
  2. System Preferences ფანჯარაში, დააწკაპეთ Date & Time.
  3. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრები. ჩასასწორებლად, გამორთეთ Set date and time automatically, ხელით შეიყვანეთ დრო, თარიღი და დააწკაპეთ Save ღილაკზე ცვლილებების დასადასტურებლად.
  4. სასაათე სარტყლის პარამეტრების გადასახედად, დააწკაპეთ Time Zone ჩანართზე. შესასწორებლად, გამორთეთ Set time zone automatically using current location, დააწკაპეთ თქვენს მიახლოებით მდებარეობას რუკაზე და აირჩიეთ უახლოესი ქალაქი ჩამოშლილი ჩამონათვალიდან.
  5. ცვლილებების დასრულების შემდეგ, დახურეთ Date & Time ფანჯარა.

ვრცლად, იხილეთ Apple-ის Set the date and time on your Mac სტატია.

შენიშვნა: თუ თქვენს მოწყობილობაზე საათი ყოველი ჩართვა/გამორთვის შემდეგ ირევა, ეს ნიშნავს რომ ელემენტი, რომელიც საათის კვებისთვისაა განკუთვნილი, დამჯდარია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით მწარმოებლის მითითებებს, CMOS ელემენტის გამოცვლის შესახებ.

საიტის მფლობელთან დაკავშირება

თუ უსაფრთხო კავშირის მქონე საიტის გახნისას გიგდებთ შეცდომას და უკვე შემოწმებული გაქვთ საათის სისწორე, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის მფლობელს და შეატყობინოთ ხარვეზის შესახებ. საიტის მფლობელმა, სავარაუდოდ, უნდა განაახლოს ვადაგასული სერტიფიკატი.

გაფრთხილების უგულებელყოფა

ყურადღება: არასდროს უგულებელყოთ გაფრთხილება ისეთ ცნობილ და ოფიციალურ საიტებზე, სადაც პირადი მონაცემებისა და ფულადი გადარიცხვების დამუშავება ხდება - ამ შემთხვევაში, არასწორი სერტიფიკატის შეცდომა შეიძლება იმასაც აღნიშნავდეს, რომ საიტთან კავშირს, ვინმე უცხო პირი ადევნებდეს თვალს, გადაცემული მონაცემების ხელში ჩასაგდებად.

თუ საიტი ამის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ მაინც ეწვიოთ საიტს, მიუხედავად იმისა, სერტიფიკატი ვადაგასულია თუ არა:

  1. გაფრთხილების გვერდზე, დააწკაპეთ Advanced („ვრცლად“) ღილაკს.
  2. დააწკაპეთ Add Exception… („გამონაკლისის დამატება“). გამოჩნდება Add Security Exception ფანჯარა.
  3. გაეცანით ტექსტს, რომელიც აღწერს საიტის ხარვეზს. შეგიძლიათ დააწკაპოთ View… („ჩვენება“) ღილაკზე, არამართებული სერტიფიკატის უკეთ გამოსაკვლევად.
  4. დააწკაპეთ Confirm Security Exception („უსაფრთხოების გამონაკლისის დასტური“) ღილაკს, თუ ნამდვილად გსურთ ენდოთ ამ საიტს. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, სასურველია მოხსნათ მონიშვნა "Permanently Store...(„გამონაკლისის დამახსოვრება“)", რომ მომავალშიც იხილოთ ეს გაფრთხილება, მსგავსი ხარვეზის არსებობის შემთხვევაში.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად