საიტი არ მისცემს Firefox-ს გვერდის ჩვენების უფლებას, თუ სხვა საიტზეა ჩაშენებული

თუ ხედავთ ამ შეცდომას, ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია გაუმართავი ვებსაიტით, რომელიც ცდილობს სხვა ვებსაიტის ჩვენებას მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.

ვებსაიტებს შეუძლია გამოიყენოს x-frame-პარამეტრები ან შიგთავსის უსაფრთხოების დებულება, რათა განსაზღვროს, შეეძლება თუ არა სხვა ვებსაიტებს მათი ჩაშენება საკუთარ გვერდებზე. ეს არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ აიცილონ clickjacking, შეტევის სახეობა, რომელიც საშუალებას აძლევს მავნე საიტებს, მოტყუებით გადაიყვანონ მომხმარებლები საიტის ბმულებზე.

იმ საიტის მოსანახულებლად, რომელზეც ეს შეტყობინება გამოჩნდა, უნდა გახსნათ ბმული Firefox-ის ახალ ჩანართში ან ახალ ფანჯარაში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჩაშენებული გვერდი არ იმუშავებს გამართულად შეზღუდულ გვერდთან წვდომის გარეშე. ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ დაზიანებული საიტის მფლობელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად