რა არის ახალი Firefox-ში ანდროიდისთვის

მოგესალმებათ ახალი Firefox Android-ზე (ვერსია 106). ამ გამოშვებაში შემდეგ სიახლეებს იხილავთ:

ფონების ახალი კრებული „დამოუკიდებელი ხმები“

გამოვიდა ფონების ახალი კრებული „დამოუკიდებელი ხმების“ შთაგონებით. Firefox გაგიფერადებთ ნაცრისფერ სამყაროს სეზონური ელფერით და Nike-ის ყოფილ დიზაინერ კილი ლაშოსთან ახლად წამოწყებული თანამშრომლობით. იხილეთ, როგორ შეცვალოთ ფონი

დაასინქრონეთ თქვენი ჩანართები ტელეფონზე

ახალდასინქრონებული ჩანართები გამოჩნდება „წინაზე გადასვლის“ არეში თქვენს საწყის გვერდზე. შედეგად შეძლებთ, შეუფერხებლად გადახვიდეთ კომპიუტერში ბოლოს გახსნილ ჩანართებზე მობილურიდან და პირიქით. ამისათვის Firefox-ანგარიშზე უნდა იყოთ შესული. აგრეთვე დაგჭირდებათ ჩანართების დასინქრონების ჩართვა Firefox-ის სინქრონიზაციის პარამეტრებიდან. ნაგულისხმევად ჩართული იქნება, მაგრამ უკეთ მოსარგებად იხილეთ, როგორ შეგიძლიათ გამართოთ

გამოსწორებული ხარვეზები და გაუმჯობესებული შესაძლებლობები

  • გასწორებულია ეფექტები გვერდის ბოლომდე ჩაყოლისას .
  • აღმოფხვრილია უეცარი გათიშვები, როცა სისტემა აბრუნებს SecurityException-დარღვევას ველების თვითშევსების შედეგებში.
  • გამოსწორებულია უეცარი გათიშვის შემთხვევები ვებგვერდის ველებში დროის არჩევისას.
  • აღარ გაითიშება OOM-შეცდომის (მეხსიერების ამოწურვის გამო) დაახლოებით 30 ჩანართის ერთბაშად გახსნისას.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად