Firefox-ში დაგროვებული მარაგი (ინგ. cache, გამოითქმის „ქეში“), ეწოდება დროებით შენახულ სურათებს, სკრიპტებსა და ვებსაიტის სხვა ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც უფრო სწრაფად ხერხდება გვერდების მონახულება. ამ სტატიაში განხილულია, როგორ უნდა გაასუფთაოთ დაგროვებული მარაგი, ე. წ. ბრაუზერის ქეშის გასუფთავება.
- ისტორიის ერთიანად გასუფთავებისთვის (ფუნთუშების, მონახულებული გვერდების, დროებითი მარაგისა და სხვ.), იხილეთ მონახულებული, მოძიებული გვერდებისა და ჩამოტვირთვების გასუფთავება Firefox-ში.
დროებითი მარაგის გასუფთავება
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- გადადით არეში (Privacy & Security).
- მონახეთ ფუნთუშები და საიტის მონაცემები და დაწკაპეთ
- მოხსენით მონიშვნა ფუნთუშებსა და საიტის მონაცემებს.
- ვრცლად საიტის მონაცემების განკარგვის შესახებ იხილეთ საიტის ადგილობრივი საცავის პარამეტრების გამართვა.
- დატოვეთ მონიშნული მომარაგებული ვებშიგთავსი და დაწკაპეთ ღილაკი .
- დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.
რჩევა: კიდევაა გზა დროებითი მარაგის გასასუფთავებლად Firefox-ში:
- დაწკაპეთ მენიუს ღილაკი სურათი "fx57menu" არ არსებობს. და გახსენით მენიუს არე.
- დაწკაპეთ და აირჩიეთ (Clear Recent History).
- მიუთითეთ როდინდელი მონაცემების წაშლა გსურთ ან აირჩიეთ ყველაფერი ჩამოსაშლელი სიიდან და მონიშნეთ დროებით მომარაგებული ფაილები ჩამონათვალიდან, დარწმუნდით, რომ სხვა მონაცემები არაა მონიშნული, რომელთა დატოვებაც გსურთ და დაწკაპეთ ღილაკი .
დროებითი მარაგის ავტომატურად გასუფთავება
შეგიძლიათ გამართოთ Firefox ისე, რომ თავისთავად გასუფთავდეს დაგროვებული მარაგი, როცა Firefox დაიხურება:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
- აირჩიეთ და მონახეთ ისტორია.
- ჩამოსაშლელი ველიდან მიუთითეთ, რომ Firefox მონაცემებს
- მონიშნეთ უჯრა ისტორიის გასუფთავება, როცა Firefox დაიხურება (Clear history when...).
- დაწკაპეთ ღილაკი . გაიხსნება ფანჯარა დათვალიერებული გვერდების წაშლა.
- დაუსვით ნიშანი დროებით მომარაგებულ ფაილებს და დარწმუნდით, რომ სხვა მონაცემები არაა მონიშნული, რომელთა დატოვებაც გსურთ.
- ვრცლად დანარჩენი პარამეტრების შესახებ იხილეთ მონახულებული, მოძიებული გვერდებისა და ჩამოტვირთვების გასუფთავება Firefox-ში.
- დაწკაპეთ და დაიხურება დათვალიერებული გვერდების წაშლის ფანჯარა.
- დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.