მრავალანგარიშიანი სათავსები

მრავალანგარიშიანი სათავსები Firefox-ის დამატებაა, რომელითაც შეძლებთ განაცალკევოთ სამუშაო, საყიდლები ან პირადი საქმეები ბრაუზერში, ისტორიის გასუფთავების, ანგარიშიდან შესვლა/გამოსვლის ან რამდენიმე ბრაუზერის გამოყენების გარეშე. ესაა გაუმჯობესებული სახით სათავსები, რომლებიც ადრე ჩაშენებული იყო Firefox Nightly-ში და შედეგია დასრულებული Firefox Containers ექსპერიმენტის, Test Pilot-იდან.

რა არის სათავსები?

სათავსი ჩანართები ჩვეულებრივი ჩანართების მსგავსია, ოღონდ მონახულებულ საიტებს, წვდომა აქვთ მათთვის ცალკე გამოყოფილ შესანახ მეხსიერებასთან. ეს კი ნიშნავს, რომ საიტის პარამეტრები, შესული ანგარიშები, სარეკლამო მეთვალყურეების მონაცემები ვერ გადავა სხვა სათავსში. ისევე როგორც, სხვა სათავსში მონახულებულ საიტებს, არ ექნება გავლენა შესულ ანგარიშებზე, ან მეთვალყურეების შეგროვებულ მონაცემებზე, დანარჩენ სათავსებში.

როგორ გამოვიყენო მრავალანგარიშიანი სათავსები

  1. დააყენეთ Firefox-ის მრავალანგარიშიანი სათავსის გაფართოება Mozilla-ს Add-on საიტიდან. სათავსის გასაშვებად კი მონახეთ ნიშანი Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლზე:
    Containers button
  2. დაწკაპეთ და აირჩიეთ რომლის გახსნაც გსურთ.
    container menu
რჩევა: მარჯვენა წკაპი ახალი ჩანართის ღილაკზე, ასევე გამოიტანს სათავსების ასარჩევ მენიუს.
new tab desktop


გაითვალისწინეთ, რომ სათავსები გათიშულია პირადი თვალიერებისას, ასევე მაშინ, როცა პირადულობის პარამეტრებში არჩეულია არასოდეს დაიმახსოვრებს ისტორიას.

ყოველი ახალი სათავსი ჩანართის გახსნისას, თითოეული მიიღებს განცალკევებულ შესანახ სივრცეს (ფუნთუშებისა და სეანსებისთვის). თქვენი ჩვეულებრივი ჩანართები კი ნაგულისხმევი სათავსია და დარჩება ისეთივე, როგორიც იყო სათავსების ამოქმედებამდე.

container_underline_new

როგორ დავამატო, ჩავასწორო ან წავშალო სათავსები

შეგიძლიათ თავად შექმნათ, წაშალოთ ან ჩაასწოროთ სათავსები თავისი მენიუდანვე. როცა დააწკაპებთ სათავსის ჩასწორებას ან + ღილაკს, შეძლებთ შეცვალოთ ფერი, მიმაგრებული ხატულა ან სათავსის დასახელება.

container menu fx62 container menu2 fx62

ასევე შეგიძლიათ დაამატოთ, მოაცილოთ ან ჩაასწოროთ სათავსები, მისივე პარამეტრების არედან about:preferences#containers:

Fx58ContainerTabSettings

სათავსი ჩანართების პარამეტრების არეს გახსნით შემდეგნაირად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი მენიუს არეში, მონახეთ განყოფილება ჩანართები.
  3. დაწკაპეთ ღილაკი პარამეტრები… სათავის ჩანართების ჩართვის გვერდით.

ბმულების გახსნა ახალ ჩანართებსა და სათავსებში

შეგიძლიათ ახალი ბმულები გახსნათ ახალ ან განსხვავებულ სათავსში. ნებისმიერ ბმულზე მარჯვენა წკაპი, აირჩიეთ ბმულის გახსნა ახალ სათავს ჩანართში და შემდეგ დააჭირეთ სასურველ სათავსს.

container right-click menu

თუ მიმდინარე გვერდი სათავსშია, ბმულის გახსნა ახალ ჩანართში შეიცვლება ბმულის გახსნა ახალ სათავსის ჩანართში. დაწკაპეთ ახალი ჩანართის გასახსნელად, იმავე სათავსში, რომელშიც არსებული ჩანართია.

რისი გაკეთებაა შესაძლებელი მრავალანგარიშიანი სათავსებით

  1. მრავალი ანგარიშით შესვლა, ერთსა და იმავე საიტზე ერთდროულად. მაგალითად, თუ გსურთ გამოიყენოთ პირადი Gmail-ანგარიში და სამუშაო Gmail-ანგარიში, შეგიძლიათ ორივეთი შეხვიდეთ, სხვადასხვა სათავსში.
  2. თავის დაცვა მეთვალყურეობისგან, ანგარიშიდან გამოუსვლელად. ერთ სათავსში გახსნილი საიტი, ვერ გადევნებთ თვალს მეორე სათავსში.
  3. თავის დაცვა ვებშეტევებისგან. ნებისმიერი ზიანის მომტანი დაწკაპება დარჩება საიტის სათავსშივე, შედეგად შემტევები ვერ შეძლებენ მონაცემების ხელყოფას, დანარჩენი სათავსებიდან.
  4. საიტის მიმაგრება სათავსზე, შესაბამისად საიტი ყოველი გახსნისას შერჩეულ სათავსში გამოჩნდება. ამით, დაცული იქნებით შემთხვევებისგან, რომ მაგალითად, არ ეწვიოთ საყიდლების საიტის, საბანკო სათავსიდან.
  5. დამალვა და გამოჩენა: დავუშვათ ბრაუზერს იყენებთ სამსახურეობრივი და პირადი მიზნებისთვის. როცა მოხვალთ სახლში დღის ბოლოს, ალბათ აღარ ისურვებთ „სამუშაოზე“ ფიქრს, თუმცა ბრაუზერი შესაძლოა სამუშაოს ჩანართებით იყოს სავსე. შეგიძლიათ უბრალოდ „დამალოთ“ თქვენი სამუშაო ჩანართები და განაგრძოთ პირადი საქმეების კეთება. მომდევნო დღეს კი, როცა სამუშაოს დაუბრუნდებით, შეგიძლიათ „დამალოთ“ პირადი ჩანართები და „გამოაჩინოთ“ სამუშაო.
  6. დალაგება: სათავსების მენიუს აქვს „ჩანართების დალაგების“ შესაძლებლობა, ასევე შეიძლება „ჩანართების გადატანა ახალ ფანჯარაში“. ჩანართების დალაგებით, საერთო სათავსის მქონე ყველა ჩანართი, ერთიმეორის გვერდით დალაგდება ფანჯარაში. ასე რომ, თუ გაქვთ „სამუშაო“ და „პირადი“ ჩანართები ერთმანეთში არეული, ადვილად შეძლებთ სწორად დაწყობას, საქმის გასამარტივებლად. „ჩანართების გადატანა ახალ ფანჯარაში“ კი ყველა ჩანართს არსებული სათავსიდან გადაიტანს სუფთა ფანჯარაში.
  7. დასინქრონების მეშვეობით, მრავალანგარიშიანი სათავსების სხვა კომპიუტერებზე გადატანაც შეიძლება. სათავსების სახელები, ფერები, ხატულები და მიმაგრებული საიტები გადავა ნებისმიერ მოწყობილობაზე, სადაც გამოიყენება იგივე Firefox-ანგარიში.
ვრცლად, სათავსების შესახებ იხილეთ სათავსების პროექტის გვერდზე. უკეთ გასაცნობად, თუ როგორ გამოიყენება მრავალანგარიშიანი სათავსები სწრაფი ხრიკებითა და ხერხებით, იხილეთ ეს სტატია სვეტზე.
გამოცდილი მომხმარებლებისთვის: სათავსების ჩართვა, აგრეთვე შეგიძლიათ მრავალანგარიშიანი სათავსების გაფართოების გარეშეც, პარამეტრების შეცვლით გამართვის არეში (about:config გვერდზე). გაითვალისწინეთ, რომ მოსახმარად უკეთესი იქნება გაფართოების ჩადგმა, მაგრამ თუ არ გსურთ, შეგიძლიათ დააყენოთ privacy.userContext.enabled მნიშვნელობით true, privacy.userContext.ui.enabled მნიშვნელობით true და privacy.userContext.longPressBehavior მნიშვნელობით 2, გვერდიდან about:config.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად